მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ანტალიაში შეხვდნენ

10 მარტს ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.

შეხვედრაზე არარატ მირზოიანმა და სერგეი ლავროვმა ისაუბრეს სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობის მდიდარ დღის წესრიგზე, განიხილეს სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომ  გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. თანამოსაუბრეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის დონე, მაღალი დონის კონტაქტების აქტიურად მიმდინარეობა.

სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაცვალეს დეტალური მოსაზრებები კუხო-ს, ევრაზიის ეკონიმიკური კავშირის, დსთ-სა და სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე მჭიდრო თანამშრომლობისა და ეფექტურობის გაზრდის შესახებ.

შეეხნენ  2020 წ. 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 2021 წ.  26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებებით მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას.

ხაზი გაესვა  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მანდატით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოლაპარაკებების სრულ განახლებას.

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოლეგას გააცნო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პროვოკაციული ქმედებების გამო შექმნილი ვითარება.

საუბარი შეეხო სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოგვარების პროცესს.

ნახეთ მეტი
Back to top button