მთავარიპოლიტიკა

დარტყმა ზურგში: კონტაქტის ხაზზე ვითარების დაძაბულობით, ბაქო ახალ ფრონტს ხსნის მოსკოვის წინააღმდეგ

ბოლო დღეებში აზერბაიჯანული მხარე უხეშად და ინტენსიურად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივ განცხადებას. სასაზღვრო დაძაბულობის გამო დაზიანდა სომხეთიდან არცახში  მიმწოდებელი გაზსადენი, რის შედეგადაც არცახს გაზი შეუჩერდა. პროვოკაციული და მტრული მოქმედებების შედეგად დაიჭრა მშვიდობიანი მოქალაქე, აზერბაიჯანელებმა ცეცხლი გაუხსნეს მინდორში გაჩერებულ ტექნიკას.

არცახის უშიშროების საბჭოს განცხადებით, აზერბაიჯანი ამას მოქალაქეებში პანიკის გამოწვევის მიზნით აკეთებს. თუმცა, ეს სტრუქტურაც და თავდაცვის არმიაც ამტკიცებენ, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებენ რუსი სამშვიდობოების დახმარებით. ანალიტიკური წრეები ცდილობენ ახსნან  აზერბაიჯანული პროვოკაციების მიზანი და მიზეზები, ყოველივე ამას უკავშირებენ რუსეთ-უკრაინის ომს და ხაზს უსვამენ, რომ  ბაქო მოსკოვს ზურგში არტყამს.

თუ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეზე შეინიშნება  „მშვიდობის ეპოქა“, აზერბაიჯანულ მხარეზე სრულიად საპირისპირო განწყობაა. ბოლო დღეებში აზერბაიჯანი ამძიმებს ვითარებას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით, აშკარა დეზინფორმაციით, რომ რუსი სამშვიდობოების ნაწილი ტოვებენ არცახს. ოფიციალური ერევანი  სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

ვმუშაობთ –  მოკლედ განმარტავს პრემიერ მინისტრი ფაშინიანი. „ამ ბოლო დროს გარკვეული დაძაბულობა გვაქვს, განსაკუთრებით არცახში, რასაც   თან ახლავს არცახის გაზსადენის გაუმართაობა. თუმცა, ამ მომენტში თავს შევიკავებ რაიმე დამატებითი შეფასებისგან, რადგან ჩვენ ვმუშაობთ არცხის ხელისუფლებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სიტუაციის სტაბილიზაციისა და მოგვარების მიზნით. მოდი, ამ წუთში შეფასებებს ნუ გავაკეთებთ, უბრალოდ განვაცხადოთ, რომ არის ასეთი სიტუაცია,  ვეცადოთ პრობლემების მოგვარებაზე გავამახვილოთ ყურადღება“.

 პოლიტიკური კომენტატორის  ჰაკობ  ბადალიანის აზრით:  “აზერბაიჯანს შეიძლება ჰქონდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი განცხადების დარღვევის რამდენიმე მიზანი. უპირველე  ყოვლისა პროვოკაციების ფონზე  ბაქოს სურს ხმა მიაწვდინოს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს.  ანალიტიკოსს  ფაქტორად მიაჩნია  დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა რუსეთ-უკრაინის ომის წინ. 

ალიევი იყო ის უკანასკნელი   ადამიანი, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომამდე დაუკავშირდა პუტინს.  ეს აზერბაიჯანისთვის დიპლომატიური „ლაქაა“, რის შემდეგაც ბაქო ყველანაირად ცდილობს მის „ჩამოწმენდას“.  ამის დასტური იყო აზერბაიჯანში ანტირუსული ქმედებები, ამის დასტურია უკრაინული სეგმენტის უზარმაზარი ყოფნა აზერბაიჯანის პროპაგანდაში და ა.შ.

„არ  უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის ომამდე რამდენიმე საათით ადრე სწორედ ალიევმა  მოაწერა ხელი პუტინთან რუსეთ-აზერბაიჯანის მოკავშირეობის დეკლარაციას, ეს დეკლარაცია, ზოგადად, იყო აზერბაიჯანის ვალდებულებების დოკუმენტი. ამიტომ, არ მგონია, რომ აზერბაიჯანმა დღეს გადადგას ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ რუსეთს უხერხულობა შეუქმნან“.

ბოლო დროს უკრაინასა და არცახში საომარი მოქმედებების შედარება ძალიან გახშირდა. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური პარიზიდან მომდინარე სიგნალები ადასტურებს, რომ უკრაინის ომი ვერ დაგვავიწყებს 2020 წლის არცახის ომს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომხურ-ფრანგულ ფორუმზე მკაფიოდ განსაზღვრა:

„დღევანდელ ვითარებაში არ უნდა დავივიწყოთ 2020 წლის შემოდგომა, რადგან იქ ყველაფერი არ გადაჭრილა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს გლობალური სტაბილურობა კავკასიაში. მთიანი ყარაბაღის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს გრძელვადიანი მშვიდობის პირობებში. ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფრანგი თანათავმჯდომარე მალე ეწვევა რეგიონს”.

ნახეთ მეტი
Back to top button