ევროკავშირის პარლამენტმა ამ ცოტა ხნის წინ მიიღო რეზოლუცია “მთიანი ყარაბაღის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ” – ამის შესახებ დეპუტატმა არმან იეგოიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
რეზოლუცია კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში და მის გარშემო არსებული სომხური კულტურული მემკვიდრეობის წაშლის, უარყოფის პოლიტიკას.
როგორც ევროპარლამენტი ადასტურებს, ამ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა განახორციელა რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის შეუქცევადი განადგურება, განსაკუთრებით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც 89 სომხური ეკლესია, 20000 საფლავი და 5000-ზე მეტი საფლავის ქვა იქნა განადგურებული.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ სომხური კულტურული მემკვიდრეობის კვალის აღმოფხვრა მთიან ყარაბაღში ხდება არა მხოლოდ მისი დაზიანებით ან განადგურებით, არამედ ისტორიის გაყალბებით. ამ ქვეყნის კულტურის მინისტრმა ანარ კარიმოვმა განაცხადა , რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება „ალბანურ რელიგიურ ტაძრებზე სომხების მიერ გამოგონილი კვალის“ წაშლაზე.
ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოუწოდა აზერბაიჯანს:
„თავი შეიკავოს სომხური ენაზე ზეწოლისა და სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისგან. კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ან შეცვლის ნებისმიერი ახალი შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა იქნას განხილული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას (ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო) გამოიყენოს ყველა არსებული ბერკეტი მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და შეცვლის, ასევე ვანდალიზმის პრევენციისთვის.