პოლიტიკა

პოლიტიკოსი: უკრაინამ მოახდინა ბირთვული ომის საფრთხის მოდერნიზება

დიდი მწუხარებით მინდა  ავღნიშნო, რომ უკრაინის გარშემო არსებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ მოახდინა ბირთვული ომის საფრთხის მოდერნიზება. ასეთი მოსაზრება „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბარში გამოთქვა  პარტია „რესპუბლიკის“ ლიდერმა, სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არამ სარგსიანმა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს აიძულოს სხვა ქვეყნები ითამაშონ გეოპოლიტიკური თამაში მისი წესებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებასაც კი. თუ რაკეტა შეცდომით შეფრინდება  ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე, შეიძლება ნატოს მონაწილეობით ომის პროვოცირება მოახდინოს და ასეთი ომი შეიძლება უკვე ბირთვულ ომშიც გადაიზარდოს”, – თქვა მან.

ბირთვული საფრთხის კიდევ ერთ წყაროდ, სარგსიანმა გამოყო უკრაინის ატომური ელექტროსადგურების გარშემო არსებული ვითარება. მისი თქმით, უკრაინის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხო ოპერირება სულაც არ არის დამოკიდებული მხოლოდ   რუსეთის ან უკრაინელი სამხედროების მიერ კონტროლზე. ამასთან დაკავშირებით სარგსიანმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარის მიერ ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგურის რეაქტორზე ჭურვის შემთხვევით გაშვებამ შესაძლოა გლობალური კატასტროფის მასშტაბები მიიღოს.

პოლიტიკოსის თქმით, უკრაინაში შექმნილი ვითარება სომხეთისთვის ქმნის უსაფრთხოების დამატებით საფრთხესაც და ახალ შესაძლებლობებსაც. ასეთ ფონზე ის ნეიტრალიტეტს ყველაზე სწორ პოლიტიკურ ხაზად მიიჩნევს. ამასთან დაკავშირებით სარგსიანი სომხეთის ხელმძღვანელობის ამჟამინდელ ხაზს ნორმალურ და სწორ ხაზს უწოდებს. ამავდროულად, ის საჭიროდ მიიჩნევს ერევნის შემდგომი საგარეო პოლიტიკური ხაზის განსაზღვრისას გაითვალისწინოს, რომ უკრაინაში ომის შედეგის მიუხედავად, ბირთვული იარაღის გამოყენება-გამოუყენებლობის მიუხედავად, მსოფლიო აღარ იქნება ის რაც იყო.

„ჩვენთვის უკრაინის ომის მNიშვნელოვანი  შედეგი იყო მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გაერთიანება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრისა და მისი ტერიტორიების სამხედრო ძალით დაკავების შდაუშვებლობის იდეის ირგვლივ. რაც ფუნდამენტურად ახალი საფუძველია საერთაშორისო ურთიერთობებში: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არღვევს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, შეხვდება ამ ერთიან მიდგომას, შესაბამისად, ის გამოიწვევს  მსგავს  შედეგებს  სომხეთის პოტენციურ და საკმაოდ რეალურ არამეგობრულ სახელმწიფოებთან მიმართებაშიც“, – პროგნოზირებს სარგსიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button