პოლიტიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უკრაინაში შეერთებული შტატების კონტროლირებადი ლაბორატორიები ქართულ ლაბორატორიებთან თანამშრომლობდნენ

აშშ-ს მიერ კონტროლირებადმა უკრაინულმა ლაბორატორიებმა ქართულ ლაბორატორიებთან და ამერიკულ ინსტიტუტთან ერთად ღამურებიდან ადამიანზე გადამდები გამომწვევების კვლევა ჩაატარეს. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა, იტყობინება TASS.

„[უკრაინის ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობის] ერთ-ერთი პრიორიტეტია ბაქტერიული და ვირუსული პათოგენების შესწავლა, რომლებიც შეიძლება გადაეცეს ღამურებიდან ადამიანზე: ჭირის, ლეპტოსპიროზის, ბრუცელოზის, ასევე კორონავირუსების და ფილოვირუსების გამომწვევები. „პროექტში ჩართულია არა მხოლოდ უკრაინული, არამედ ქართული ბიოლოგიური ლაბორატორიებიც, რომლებსაც პენტაგონი აკონტროლებს ვირჯინიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან და აშშ-ს გეოლოგიურ სამსახურთან თანამშრომლობით“, – განაცხადა მან.

კირილოვის თქმით, კვლევა რუსეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და კავკასიაში ტარდება.

მანამდე ხუთშაბათს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ბიოლაბორატორიაში იპოვეს მტკიცებულება, რომ პენტაგონმა დააფინანსა მომაკვდინებელი პათოგენების ფარული გავრცელების მექანიზმის კვლევა.

ნახეთ მეტი
Back to top button