მთავარიპოლიტიკა

სომხეთი დემოკრატიული ქვეყნების „უმაღლეს ლიგაში“ შევიდა: ნიკოლ ფაშინიანი

«Varieties of Democracy» -მა გამოაქვეყნა 2022 წლის დემოკრატიის ანგარიში, სახელწოდებით “ავტორიტარიზმი იცვლის თავის ხასიათს”, სადაც  სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სომხეთი  განისაზღვრა  ტერმინით „საარჩევნო დემოკრატია“.  წინა ანგარიშში ის მოიხსენიებოდა, როგორც „საარჩევნო ავტორიტარიზმი“. ამის შესახებ 10 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ მოხდა სომხეთის რესპუბლიკის კლასიფიკაციის ცვლილება დემოკრატიის თვალსაზრისით. ანუ, 2018 წლის არაძალადობრივი, ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგაც, ეს ორგანიზაცია განაგრძობდა სომხეთს ავტორიტარული საარჩევნო სისტემის მქონე ქვეყანად მიჩნევას, რაც იმას ნიშნავდა, რომ არსებობდა ავტორიტარული სისტემა, რომელიც საარჩევნო პროცესს იყენებდა საკუთარი რეპროდუქციის ორგანიზებისთვის.  ეს ახალი მახასიათებელია ის, რომ ხელისუფლება ყალიბდება არჩევნებით, ანუ არჩევნები არის არა ძალაუფლების რეპროდუქციის, არამედ ხელისუფლების ფორმირების ინსტრუმენტი.

ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წლის ვადამდელი არჩევნებით სომხეთიც შევიდა დემოკრატიების „უმაღლეს ლიგაში“.  რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში არის სრულყოფილი ან უნაკლო“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button