პოლიტიკა
სომხეთში რეზერვისტთა სასწავლო წვრთნები დაიწყება

სომხეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება სარეზერვო შემადგენლობის სასწავლო წვრთნების ჩატარების შეასხებ. რეზერვისტების სასწავლო შეკრებები გამოცხადდება სამი თვის ვადით, 2022 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისამდე. სასწავლო წვრთნებში 1400-მდე მოქალაქე იქნება მობილიზებული.
გარდა ამისა 2022 წლის 15 აპრილიდან 15 ივნისამდე სამხედრო მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას დაექვემდებარება ოფიცერთა შემადგენლობა. ამ პროგრამაში ჩართული იქნება 724 ოფიცერი.