სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საჭიროდ მიიჩნევს სომხურ-ფრანგული ფორუმის შედეგების გამოყენებას, საფრანგეთ-სომხეთის ეკონომიკურ თანამშრომლობისათვის ახალი იმპულსის მინიჭებას. 10 მარტის მთავრობის სხდომაზე, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით, სრ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ იქ მრავალფენიანი დღის წესრიგი ჰქონდათ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დღის წესრიგის განხორციელებაზე გავამახვილოთ ყურადღება, ვიმუშაოთ ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე“, – დასძინა პრემიერმა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობების გარდა, პარიზში ვიზიტისას განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, სადაც ხაზგასმით აღინიშნა საფრანგეთის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნის როლი.
პრემიერ-მინისტრმა ასევე არაფორმალური შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჩარლზ მიშელთან, რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ევროკავშირი-სომხეთის თანამშრომლობის საკითხები, საკითხი, თუ როგორ გააგრძელონ ერთობლივი პროგრამების უფრო ეფექტურად განხორციელება.
“ზოგადად, ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იყო, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მისი დღის წესრიგის განხორციელებისათვის, ცხოვრებაში რეალიზაციისათვის”, – დაასკვნა ფაშინიანმა.