მთავარისაზოგადოება

შეივსება “Workers Friends”-ის სერია. სახელმწიფო სტრუქტურები დიასპორის სომეხ თანამშრომლებს ელოდებიან

დიასპორის მთავარი კომისრის ოფისში პროგრამის „iGorts“ (სამუშაო)-ის  ყოფილი მონაწილეები – სახელმწიფო სისტემის მოქმედი თანამშრომლები იმყოფებიან. შეიკრიბნენ თავიანთი გამოცდილების გასაზიარებლად, მომავალ  ,,iGorts“ (სამუშაო)-ელების პროგრამის ახალი ფაზის დაწყების შესახებ ინფორმაციის გასაიარებლად. უკვე მესამედ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში დიასპორის სომეხი მონაწილეები სახელმწიფო დონეზე მიწვეულნი არიან სომხეთში სამთავრობო ან სხვა დეპარტამენტებში სამუშაოდ.

მთავარი კომისარი დიასპორის საკითხებში ზარე სინანიანი.

ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ არა მხოლოდ დიასპორის პროფესიული ინტელექტუალური შესაძლებლობების ჩართვას სომხეთის მმართველობის სისტემაში, არამედ ერთი ძაფით დავაკავშიროთ დიასპორა სამშობლოსთან, უზრუნველვყოთ დიასპორის ჩართვა სომხეთის ცხოვრებაში.

სინანიანი ეცნობა დამსწრეებს, მაგალითად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ანი ისპირიანს, ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარეს სისიან პოღოსიანს, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და მეწარმეობის ეროვნული ცენტრის დირექტორს ჰაიკ მარგარიანს და სხვებს. ისინი ყველა ჩამოვიდნენ სომხეთში და პროგრამის ფარგლებში დაიკავეს ეს თანამდებობები. სისიან პოღოსიანი.   

„სომხეთში ჩამოვედი, სამშობლოში დავბრუნდი სამუშაოდ, რომ შემეძლოს მცირე სარგებელი მოვუტანო ჩემს სამშობლოს. 3,5 თვე ვიმუშავე ,,iGorts“ (სამუშაო)-ელად, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ტურიზმის კომიტეტის წინსვლა შევძლო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კომიტეტის თავმჯდომარედ დავინიშნე.“

გასულ წელს პროგრამას 350-ზე მეტმა მონაწილემ მიმართა, მათგან მხოლოდ 50 შეირჩა. თუ 2019 წელს პროგრამის დასაწყისში ამ ინიციატივით სომხეთის 19 დეპარტამენტი იყო დაინტერესებული, მაშინ შარშან დიასპორის სომხებთან 25 სახელმწიფო სტრუქტურა თანამშრომლობდა. კიდევ ერთმა მონაწილემ კარიერა არცახის სახელმწიფო მინისტრის აპარატში გააგრძელა.

მონაწილეებს სამშობლოში მუშაობის სურვილი აერთიანებს, მაგრამ თითოეულს აქვს ცალკე მოლოდინი და მიზანი. ჰაკობ მაგდისი ამჟამად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობს. რაღაც მომენტში იგრძნო, რომ არ სურდა მოვლენების განვითარებისთვის თვალყური გვერდიდან ედევნა.

სიმართლე გითხრათ, იმიტომ მივმართე პროგრამას, რომ არ მინდოდა უბრალოდ წუწუნი, თამაშს მიღმა ყოფნა, ასე ვთქვათ, მინდოდა შემოსვლა სამთავრობო სტრუქტურაში და ყველაფერი მენახა, რადგან გარედან, რაც გვესმის, ვხედავთ, არ ვვარაუდობთ სირთულეებს და გამოწვევებ. ჩვენ მხოლოდ ვუსმენთ და ვწუწუნებთ.

ჰაკობმა მიიღო მის წინაშე დაყენებული გამოწვევა და ახლა აქვს შეთავაზება.  პროგრამა იძლევა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის შესაძლებლობას ერთი წლის განმავლობაში. ჰაკობი ფიქრობს, რომ ეს ცოტა დროა ხელშესახები შედეგის დასაფიქსირებლად. „მე ვთავაზობ, რომ ,,iGorts“ (სამუშაოს) მონაწილეებისთვის 2-წლიანი შესაძლებლობა მაინც იყოს, რომ სისტემამ მნიშვნელოვანი შედეგი მიიღოს ამ 2 წელიწადში.

„IGorts“ 2022 უკვე მზადაა დიასპორის სომხების განაცხადების მისაღებად. პროცედურას წარმოგიდგენთ დიასპორის უმაღლესი კომისრის ოფისის პროგრამების განხორციელების და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი ჰერმინე ჰარუთიუნიანი. ონლაინ განაცხადის შევსება შეუძლიათ ბაკალავრებს არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, ან მინიმუმ 3 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე მაგისტრის ხარისხის მქონე სპეციალისტებს. ამ ეტაპზე სამუშაო პარალელურად გაგრძელდება სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან საჭირო სპეციალისტების სიის შედგენაზე.

განაცხადების მიღების შემდეგ შევადარებთ სახელმწიფო ორგანოებისგან მიღებულ საჭიროებებს, განვახორციელებთ, ასე ვთქვათ, ადაპტაციას, რის შემდეგაც მოეწყობა გასაუბრება განმცხადებლების, საჯარო მმართველობის სისტემის წარმომადგენლების, ასევე ჩვენი ოფისის წარმომადგენლებიმონაწილეობით. გასაუბრების შემდეგ საჯარო მმართველობის ორგანოები შეარჩევენ შესაბამის ექსპერტებს, რის შემდეგაც ექსპერტებს მოვიწვევთ სომხეთში სამუშაოდ.

განაცხადები მიიღება 30 აპრილამდე, მონაწილეები მუშაობას 1 სექტემბრიდან დაიწყებენ. პროგრამის ყველა ხარჯს ფარავს სახელმწიფო, მათ შორის შერჩეული მონაწილეების ავიაბილეთები, ბინადრობის ნებართვის ერთწლიანი გადახდა, ბინადრობის საფასური და ჯანმრთელობის დაზღვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button