მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანში სომხების მიმართ ეთნიკურ-რელიგიური სიძულვილის პოლიტიკა სისტემური ხასიათისაა: ომბუდსმენი

არცახის მშვიდობიან დასახლებებში სროლები და ტერორისტული აქტები სომხების მიმართ ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის გამოვლინებაა, რომელიც კოორდინირდება  აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. ამის შესახებ სომხეთის ომბუდსმენმა ქრისტინე გრიგორიანმა განაცხადა პრესკონფერენციაზე სლოგანით „აზერბაიჯანის ეთნიკური სიძულვილის პოლიტიკის გამოვლინებები და შედეგები“.

გრიგორიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისა და არცახის ომბუდსმენების არაერთი მოხსენება და საერთაშორისო მანდატის მქონე ორგანიზაციების ფაქტების დამდგენი მისიები ადასტურებენ, რომ სომხების მიმართ აზერბაიჯანის ეთნიკურ-რელიგიური სიძულვილის პოლიტიკას  სისტემატური ხასიათი გააჩნია.

„ამით კვებავენ  აზერბაიჯანულ საზოგადოებას.  განსაკუთრებით 2020 წლის 27 სექტემბერს გაჩაღებულ ომს თან ახლდა სიძულვილისა და მტრობის უზარმაზარი პროპაგანდა, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ახალისებდა. სომხების მიმართ სიძულვილისა და მტრობის პროპაგანდა სახელმწიფოს მიერ დღეს ძალიან საშიშ და უკიდურესად ფაშისტურ გამოვლინებებს აღწევს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკა ეფუძნება ორ საყრდენს: ეთნიკურ-რელიგიურს, რადგან ხშირად საუბრობენ ეთნიკურ სიძულვილზე და არმენოფობიას, როცა ხშირ შემთხვევაში რელიგიური სიძულვილი მეორეხარისხოვანი ხდება“,  – ხაზგასმით აღნიშნა გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button