საზოგადოება

ამოღებულია 7 კგ-მდე “კოკაინი” – ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს

,,მთავარი არხი” წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7კილოგრამამდე “კოკაინი”, ასევე, სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

დაკავებულები არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული დ. ს., ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული დ. გ., 1998 წელს დაბადებული ლ. კ. და 1962 წელს დაბადებული ზ. ლ.

უწყების ცნობით, 7 კგ-მდე “კოკაინის” ღირებულება ე.წ. შავ ბაზერზე დაახლოებით 7 მილიონი ლარია.

“სამართალდამცველებმა, დ.ს.-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 5 კილოგრამზე მეტი “კოკაინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ასევე ამოღებულია მის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.

რაც შეეხება დ.გ.-ს, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 223 გრამი ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი”. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ შემდგომი გასაღების მიზნით ერთ-ერთ მისამართზე განთავსებული 40 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი”.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრალდებული ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” ამოიღეს.

ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანთან დაკავებული ზ.ლ.-ის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ამოიღეს” – წერია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ მეტი
Back to top button