მთავარისაზოგადოება

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ოფიციალურად ფარაჯანოვის სახელი მიენიჭა

თბილისის მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას ოფიციალურად სომეხი კინორეჟისორის სერგეი ფარაჯანოვის სახელი მიენიჭა. ხელოვნებათმცოდნე ამ ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა, იუწყება Aliq.ge.

ქუჩის გახსნის ცერემონია თბილისის საკრებულოს ინიციატივით უახლოეს დღეებში გაიმართება.

გადაწყვეტილება რეჟისორის გარდაცვალებიდან 31 წლისთავზე, 2021 წლის 20 ივლისს მიიღეს. თბილისში, საკრებულოსთან არსებულმა ქუჩების სახელწოდების კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას, სადაც სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა, მიენიჭოს მაესტროს სახელი.

ნახეთ მეტი
Back to top button