საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი

,,Metronome.ge” წერს, რომ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 234 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 824 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 466 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 635 975.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 15.34% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.36%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 944 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 588 829.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 569 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 272 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 66, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 14, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 551 საიდანაც, 1 461 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 659, აჭარაში – 102, იმერეთში – 283.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 393 პირი, მათ შორის, თბილისში – 184, აჭარაში – 54, იმერეთში – 72. 29 090 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button