ეკონომიკამთავარიპოლიტიკა

სომხეთი გეგმავს ადგილობრივი წარმოების თანამგზავრის შექმნას. ვაჰაგნ ხაჩატურიანი

სომხეთი გეგმავს იქონიოს ადგილობრივი წარმოების თანამგზავრი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემაში “ინტერვიუ პეტროს ღაზარიანთან” განაცხადა სრ  მაღალი ტექნოლოგიების მინისტრმა, არჩეულმა პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

მან აღნიშნა, რომ კოსმოსის შესაძლებლობების გამოყენება დიდი უპირატესობაა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო, სასოფლო-სამეურნეო, მეტეოროლოგიური მიზნებისთვისაც, ასევე, კადასტრის ოპერაციების ფარგლებში.

„სხვათა შორის, ასე თუ ისე, კადასტრი ახლა იყენებს კოსმოსურ ფოტოგრაფირებას. ახლა ეს ყველაფერი ჩვენ გვექნება სომხური, სომხეთის [კოსმოსური -რედ.] სააგენტოს ფარგლებში განსახორციელებადი. უნდა ვეცადოთ, რომ თანამგზავრი გვქონდეს, ასეთი ამოცანა გვაქვს დასახული ․․․ ადგილობრივად თავად ვაწარმოოთ“, – თქვა მან.

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა აღნიშნა, რომ მათ იციან, რომ მსგავსი პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვა ქვეყნების თანამგზავრების პროგრამირების გამოცდილება.

„ახლა თუ ესტონეთის მსგავს ქვეყანას აქვს სამი თანამგზავრი, თუ ესტონეთს გააჩნია ძალიან სერიოზული სპეციალისტებითა და ტექნიკით აღჭურვილი სააგენტო, არ მგონია, რომ ჩვენ მათზე ნაკლები ვიყოთ. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. რომ აღარაფერი ვთქვათ მეზობლებზე, რომელთაგან ყველა მათგანი ცდილობს  მეტად იყოს წარმოდგენილი კოსმოსში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მთავრობამ სამინისტროს ამ საკითხში დიდი მხარდაჭერა გაუწია.

„ჩვენი ინიციატივის ზომაზეა დამოკიდებული, რამდენად ჩავუღრმავდებით, რამდენად ვიქნებით მზად ამ სამუშაოს განსახორციელებლად. და დარწმუნებული ვარ, რომ სპეციალისტები, რომლებიც დღესაც შემორჩნენ, დაგვეხმარებიან, რომ ჩვენი კოსმოსური ინიციატივები უფრო კონკრეტული, უფრო პრაქტიკული გავხადოთ“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს უფრო დიდი სტიმული იქნება იმისათვის, რომ მთავრობამ მეტი ყურადღება დაუთმოს სფეროს.

ნახეთ მეტი
Back to top button