მთავარიპოლიტიკა

ჩავუშოღლუ და მირზოიანი შეხვდნენ ანტალიაში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მულუთ ჩავუშოლლუ შაბათს ანტალიაში თავის სომეხ კოლეგას არარატ მირზოიანს შეხვდა, იტყობინება Anadolu Agency.

მოლაპარაკებები ანტალიაში მეორე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გაიმართა და დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

განიხილეს ანკარა-ერევანის ურთიერთობების ნორმალიზაციის გზები.

მევლუთ ჩავუშოღლუმ მოლაპარაკებებს “ძალიან კონსტრუქციული და ეფექტური” უწოდა.

„განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები. მინდა კმაყოფილებით განვაცხადო, რომ ჩვენ ვცდილობთ მშვიდობის დამყარებას კავკასიაში. თურქეთსა და სომხეთს შორის ნაბიჯებს აზერბაიჯანიც დადებითად აღიქვამს. ბაქო მხარს უჭერს ამ პროცესს. მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში ყველა მხარის ინტერესებშია“, – განაცხადა მან.

ჩავუშოლლუმ შეახსენა, რომ თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მანამდე ორი შეხვედრა გამართეს.

მირზოიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სომხური მხარე მზადაა პროცესი გააგრძელოს წინაპირობების გარეშე.

სომხური დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ერევანი მტკიცეა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

ფორუმი სლოგანით „დიპლომატიის რეკონსტრუქცია“ 11-დან 13 მარტამდე ანტალიის ქალაქ ბელეკში იმართება.

ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმს 17 ქვეყნის მთავრობის მეთაური, 80 მინისტრი და 39 საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაცია ესწრება.

ნახეთ მეტი
Back to top button