პოლიტიკა

The Guardian: უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია

,,Metronome.ge” წერს, რომ The Guardian-ის ცნობით, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებში ჩართული დელეგაციის წევრების ცნობით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უფრო კონსტრუქციული გახდა.

მისივე თქმით, რუსები ამჟამად ულტიმატუმის ენით აღარ საუბრობენ და უკრაინული მხარის მოთხოვნებს ისმენენ.

„პრინციპში არ დავთმობთ არცერთ პოზიციას. რუსეთს ეს ახლა ესმის. რუსეთი უკვე იწყებს კონსტრუქციულ საუბარს. ვფიქრობ, რაღაც შედეგს მივაღწევთ რამდენიმე დღეში“, – განაცხადა მან ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მნიშვნელოვანი პროგრესის არსებობაზე ხაზი გაუსვა ოფიციალური მოსკოვის წარმომადგენელმა ლეონიდ სლუცკიმაც.

მისი თქმით, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ მალე მივლენ “ერთობლივ პოზიციაზე”.

„ჩემი პირადი მოლოდინების მიხედვით, ეს პროგრესი შესაძლოა უახლოეს დღეებში გადაიზარდოს ორივე დელეგაციის ერთობლივ პოზიციად, ხელმოწერილ დოკუმენტებად“, – განაცხადა სლუცკიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button