მთავარისაერთაშორისო

საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა რუსეთის სანქციებისათვის შეერთების მომხრეა – CRRC

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) უკრაინის ომის შესახებ საქართველოს მოქალაქეების შეხედულებების კვლევა ჩაატარა. როგორც ცენტრი ავრცელებს, მათგან 39%-ის აზრით, საქართველო ყველა სანქციას უნდა შეუერთდეს, ხოლო 27% ფიქრობს, რომ მხოლოდ მათ ნაწილს. 19% სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 7-10 მარტს ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 1 092-მა სრულწლოვანმა პირმა მიიღო, შედეგების ცდომილება 2.96%-ია.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივები გაუყინეს და ფინანსური ინსტიტუციები SWIFT-დან გარიცხეს.

ნახეთ მეტი
Back to top button