
დაახლოებით ერთი კვირაა, აზერბაიჯანული მხარე არცახის წარმომადგენლებს გაზსადენის სავარაუდო „დაზიანების“ აღდგენის საშუალებას არ აძლევს. ამრიგად, 100 000-ზე მეტი ადამიანი მოკლებულია ცივი ამინდის პირობებში გათბობის შესაძლებლობა.
„არმენპრეს“-ის გადმოცემით ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განაცხადა სრ უფლებადამცველმა ქრისტინე გრიგორიანმა.
„ამავდროულად, ელექტროენერგია რეგულარულად ითიშება. ეს კიდევ უფრო აღრმავებს რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც შეიქმნა ომის დროს და ომის შემდეგ. შედეგად საავადმყოფოები, სკოლები, საბავშვო ბაღები, დევნილთა დროებითი თავშესაფრები მოკლებულია საცხოვრებელ პირობებს, შეუძლებელია ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უფლების განხორციელება. გარდა ამისა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები უკვე ერთი კვირაა ინტენსიურად ისვრიან არცახის სოფლების მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით. ასკერანის რაიონის სოფელი ხრამორთი, ქალაქი ასკერანი, მარტუნის რაიონის სოფლები წითელი ბაზარი და ხნუშინაკი. ხრამორთში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. „ეს ყველაფერი მიზნად ისახავს შიშისა და დაშინების ატმოსფეროს შენარჩუნებას არცახში მცხოვრებ ხალხში, სომხების განდევნას და არცახის ეთნიკურ წმენდას მკვიდრი სომხებისგან“, – განაცხადა ქრისტინე გრიგორიანმა.
ომბუდსმენი კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანის სახელმწიფოს კრიმინალურ პოლიტიკას. მან საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა მკაფიოდ უპასუხონ სიტუაციას და გაზარდონ ზეწოლა აზერბაიჯანზე, რათა შეწყვიტოს ეს დანაშაულებრივი ქცევა. სრ ომბუდსმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია, ისინი გეოპოლიტიკური კონიუნქტურის მიღმა უნდა განიხილებოდეს.