საზოგადოება
სომხეთს ვაქცინა „პფაიზერის“ 306 ათასი დოზა გადაეცა

სომხეთში აშშ-ის საელჩოს ცნობით, 14 მარტს სომხეთში კოვიდის საწინააღმდეგო 306 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვიდა. ეს არის აშშ-ს მთავრობის შემოწირულობა სომხეთისთვის, როგორც ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ინიციატივის ნაწილი, რათა ვაქცინებისაყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდეს.
ვაქცინის გარდა, აშშ-ს მთავრობამ 15 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება გამოუგზავნა სომხეთის მთავრობას COVID-19-ის შედეგების შესარბილებლად
შეერთებული შტატები აგრძელებს COVID-19-თან ბრძოლას, როგორც საკუთარ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. პრეზიდენტი ბაიდენი მზად არის მხარი დაუჭიროს ძალისხმევას საერთაშორისო ვაქცინაციასტან დაკავშირებით.