მთავარიპოლიტიკა

სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზებას შუამავალი არ სჭირდება – ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესზე ისაუბრა.

თურქეთის Miliyet-ის  ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს შუამავალი არ სჭირდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ამ ფორმატში ნორმალიზაციის პროცესს.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო შეთანხმება შესთავაზა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი თავის მხრივ მხარს უჭერს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც   სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისაკენ მივყავართ.

ნახეთ მეტი
Back to top button