მთავარიპოლიტიკა

5 წინადადება ჰუმანიტარულ კატასტროფამდე: სომხეთის პასუხი აზერბაიჯანს

შეხვედრები ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, 5-პუნქტიანი წინადადებები აზერბაიჯანიდან სომხეთს, ჰუმანიტარული კატასტროფა არცახში. აი, ამ მიზეზებით დაბრუნდა სომხეთში სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური  წარმომადგენელი  ტოივო კლაარი. ერთი თვეც არ გასულა რაც ის სომხეთიდან წავიდა.  „უმეტესად, ვიდრე ოდესმე, ევროკავშირი ერთგულია მშვიდობიანი, აყვავებული სამხრეთ კავკასიის მიზნისა“, – დაწერა ტოივო კლაარმა ტვიტერზე. ამასობაში, რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ შემაშფოთებელი სურათი ივიღეთ:   უკვე ერთი კვირაა, აზერბაიჯანული მხარის ქმედებების გამო არცახი გაზის მიწოდებას მოკლებულია. ამჟამინდელი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა.

სომხეთის უფლებათა დამცველმა წერილობით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს აზერბაიჯანის დანაშაულებრივ ქცევაზე მკაფიო რეაგირებისკენ. დაახლოებით ერთი კვირაა აზერბაიჯანული მხარე არცახელებს გაზსადენის აღდგენის საშუალებას არ აძლევს. 100 ათასზე მეტი ადამიანი გათბობას მოკლებულია.

სომხეთში გამართული შეხვედრების დროს ტოივო კლაარმა  ისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე, საზღვარზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დონის ამაღლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. მან ხაზი გაუსვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესის დაწყების აუცილებლობას.

რუსეთის ყურადღება დღეს სულ სხვა მიმართულებითაა, მაგრამ არცახს მაინც ადევნებს თვალს, ამბობს რუსეთის ელჩი სომხეთში სერგეი კოპირკინი. მიუხედავად ამისა, რუსი სამშვიდობოები მაინც ვერ ახერხებენ აზერბაიჯანთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოებას, დაზიანებულ გაზსადენთან მიახლოებას.

ამ ყველაფერთან ერთად ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო ხელშეკრულების 5-პუნქტიანი შეთავაზება წარუდგინა. მათი თქმით, წინადადება ერთი წლის წინ იყო წარმოდგენილი. სომხეთის პასუხი ცნობილია, ისინი გაეცნენ პუნქტებს, მიმართეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის.

ეს პუნქტებია:

  • ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის,  პოლიტიკური დამოუკიდებლობის ურთიერთაღიარება.
  • ერთმანეთის ტერიტორიული პრეტენზიების არ არსებობა, მომავალში ასტი პრეტენზიების განუცხადებლობა.
  • თავი შეიკავონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის მიმართ საფრთხის შემცველი ძალის გამოყენებისგან, ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მუქარისაგან,  აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა ქმედებებისგან.
  • სახელმწიფო საზღვრების დემარკაცია და დელიმიტაცია, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.
  •  ტრანსპორტისა და სხვა კომუნიკაციების გახსნა, სხვა შესაბამისი საკომუნიკაციო თანამშრომლობის დამყარება ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში.

5 პრინციპიდან რომელია ის „წითელი ხაზი“, რომლის დარღვევასაც სომხური მხარე არ დაუშვებს? როგორც  არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაბაიანი ამბობს:

 „ამ „წითელი ხაზებიდან“ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არცახი არასოდეს იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში.  ეს არის სიკვდილი ჩვენთვის, ეს არის სიკვდილი სომხური სახელმწიფოებრიობისთვის, ეს ყველამ უნდა გაიგოს. დანარჩენ კითხვებს დრო გვიჩვენებს. ბუნებრივია, ჩვენთვის პირველადია სტატუსის საკითხი, დეოკუპაციის საკითხი და ბევრი სხვა საკითხი.

დავით ბაბაიანი ირწმუნება, რომ სომხეთისა და არცახის საგარეო დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ კონტაქტში არიან და ერთად მუშაობენ. მაგალითად, ის ახსენებს ევროპარლამენტში ახლახან მიღებულ რეზოლუციას, რომელმაც  დაგმო აზერბაიჯანის გენოციდური კულტურული პოლიტიკა. დავით ბაბაიანის თქმით, ამ მიზნით სომხეთი, არცახი და დიასპორა ერთად მუშაობდნენ. დარწმუნებულია, რომ მომავალშიც ასე იმუშავებენ.

ავტორი: ლენა ბადეიანი

ნახეთ მეტი
Back to top button