პოლიტიკა

ვერტმფრენები, უმა-ბი, რაკეტები და არტილერია. მინისტრის მოადგილემ შეიარაღების შევსება წარადგინა

გასულ წელს სრ შეიარაღებული ძალები შეივსო ვერტმფრენებით, უპილოტო მფრინავი აპარატებით, რაკეტებით, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით, ჯავშანტექნიკით და ა.შ. ,,არმენპრეს“-ის გადმოცემით, ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე  2022 წლის 28 თებერვლის,,სრ მთავრობის  პროგრამის (2021-2026 წწ.) 2021 წლის განხორციელების პროცესისა და შედეგების ანგარიშის შესახებ“ გადაწყვეტილებით მოწონებული მოხსენების წარმოდგენისას განაცხადა სრ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არმან სარგსიანმა.

მან წარმოადგინა შეიარაღებული ძალების შევსება შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაციის და ახალი ნიმუშების მოპოვების ფარგლებში, რაოდენობის დაუსახელებლად. „შეიარაღებული ძალები აღიჭურვა ვერტმფრენებით, უმა-ებით, სარაკეტო-საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო, საარტილერიო კავშირის, საინჟინრო, ცეცხლსასროლი იარაღით, სამხედრო საინფორმაციო საშუალებებით, ჯავშანტექნიკით, საავტომობილო ტექნიკით და ა.შ. შევსება ხორციელდება საშემადგენლო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად არსებული საჭიროებების გაანგარიშებით, ხოლო მარაგების ნაწილის განხორციელება იგეგმება სრ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციების მეშვეობით“, – განაცხადა სარგსიანმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აცნობა, რომ 2022-2024 წლებში შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სამხედრო-სამრეწველო ორგანიზაციებთან გაფორმდა კონტრაქტები საჰაერო თავდაცვის, სარაკეტო, არტილერიის, კავშირგაბმულობის, სამხედრო და სხვა საშუალებების შესყიდვის, შეკეთების, მოვლა-პატრონობის და სარეგლამენტო სამუშაოების შესახებ.

სამხედრო დანიშნულების ობიექტების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საომარი მოქმედებების შედეგად წარმოქმნილი ახალი საზღვრების შესწავლის, საბრძოლო პოზიციების აღჭურვის, სამხედრო მოსამსახურეების დროებითი სადგომების, და მათი გათბობით უზრუნველყოფის, სამხედრო ნაწილების ახალი მუდმივი ადგილების შერჩევის, აგრეთვე სასწრაფო გადაწყვეტის სჭიროების მქონე სამშენებლო სამუშაოების შესაძლებლობების დაზუსტების მიზნით ჩატარდა შესასწავლი სამუშაოები ახალ საზღვრებსა და მუდმივი განთავსების ადგილებში.

ნახეთ მეტი
Back to top button