პოლიტიკა

სომხეთის შეიარაღებულ ძალებში ქალი სამხედრო მოსამსახურეებისგან შემდგარი მსროლელი რაზმი შეიქმნა

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ქალი სამხედრო მოსამსახურეებისგან შემდგარი მსროლელი რაზმი შეიქმნა. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არმან სარგსიანმა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავდაცვისა და უშიშროების ეროვნული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„შეიარაღებულ ძალებში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის მინისტრის 2021 წლის სექტემბრის შესაბამისი ბრძანებით, შეიარაღებულ ძალებში ჩამოყალიბდა ქალი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული  მსროლელთა რაზმი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნახეთ მეტი
Back to top button