კულტურამთავარი

სომხეთში ფრანკოფონიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ორ თვეს გასტანს

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის,  20 მარტისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებები სომხეთის სხვადასხვა რეგიონებში ორ თვეს გასტანს. მოეწყობა  700-მდე კულტურული, საუნივერსიტეტო, სამეცნიერო და ზოგადსაგანმანათლებლო ღონისძიება.

უკვე ტრადიციად ქცეულ ამ დღესასწაულს წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სომხეთი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში სრულუფლებიანი წევრობის მეათე წლისთავს აღნიშნავს.

ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ერევნის მერია, სომხეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მუზეუმები , უნივერსიტეტები, განათლების, მუსიკის, ხელოვნების დაწესებულებები  და ბიბლიოთეკები. ფრანკოფონიურ ღონისძიებებს კოორდინაციას გაუწევს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ორწლიანი პროგრამის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვნად არის ჩართული სომხეთში საფრანგეთის საელჩოც, რომელიც ფრანკოფონიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სომხეთში შვეიცარიისა და კანადის საელჩოებთან თანამშრომლობით მოაწყობს არაერთ ღონისძიებას.

ფრანკოფონიის ორთვიანი ღონისძიებების ფარგლებში, 21 და 22 აპრილს, კარენ დემირჩიანის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში  გაიმართება ცნობილი კანადელი მომღერლის გაროს კონცერტი, რომელიც მიეძღვნება ფრანკოფონიაში სომხეთის გაწევრიანების ათი წლისთავს.

ნახეთ მეტი
Back to top button