ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკი დაინტერესებულია ჩრდილოეთ-სამხრეთის პროგრამის სამხრეთის მონაკვეთით, ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას

სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა მიიღო  აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის არიფ ბაჰარუდინის ხელმძღვანელობით.

მინისტრმა ისარგებლა შემთხვევით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის მეშვეობით სომხეთში საკმაოდ ბევრი მრავალფენიანი პროგრამა ხორციელდება. მან აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან განიხილა მიმდინარე და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.

არიფ ბაჰარუდინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეპიდემიის შემდეგ სომხეთის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად აღდგა დ არის სურვილი, რომ სომხეთში გაგრძელდეს პროგრამების განხორციელება. კერძოდ, მათ სურთ გააგრძელონ სკოლებში სეისმური უსაფრთხოების გაუმჯობესების პროგრამა, ასევე დაინტერესებულნი არიან ჩრდილოეთ-სამხრეთის პროგრამის სამხრეთის ნაწილით, ასევე თანამშრომლობით ენერგეტიკის სფეროში.

მინისტრის მოადგილემ ქრისტინე გალეჩიანმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ADB პარტნიორებს საგზაო პროექტებში ყურადღებისთვის და თანმიმდევრულობისთვის.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სომხეთში მყარი ნარჩენების მართვის პროგრამების მოდერნიზაციისა და განხორციელების შესაძლებლობები.

ნახეთ მეტი
Back to top button