ამჟამად განიხილება უკრაინის დემილიტარიზებული სახელმწიფოს ავსტრიული ან შვედური მოდელი , რაც შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს. TASS-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ კიევი გვთავაზობს უკრაინაში დემილიტარიზებული სახელმწიფოს ავსტრიულ ან შვედურ მოდელს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, კმაყოფილია თუ არა კრემლი დემილიტარიზაციის ამ ვარიანტით. “ეს ვარიანტი, რომელიც ახლა ნამდვილად განიხილება, შეიძლება ჩაითვალოს გარკვეულ კომპრომისად”, – უპასუხა პესკოვმა.