მთავარიპოლიტიკა

ლავროვმა და ჩავუშოღლიმ “3 + 3” ფორმატი განიხილეს

რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე “3 + 3” ფორმატი განიხილეს. ამის შესახებ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ამიერკავკასიაში არსებული ვითარების განხილვისას აღვნიშნეთ, რომ გასული წლის ბოლოს და ამ წლის დასაწყისში ამ საერთო სამეზობლო რეგიონში პოსტკონფლიქტური თანამშრომლობის საფუძველი ჩაეყარა რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის “3 + 3″ მეშვეობით: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ირანი, თურქეთი და საქართველო. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ფიქრობს ამ პერსპექტიულ ფორმატში გაწევრიანებაზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ამ სტრუქტურის შეხვედრებზე ვიხილოთ ჩვენი ქართველი კოლეგები”, – განაცხადა ლავროვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button