მთავარიპოლიტიკა

რით დასრულდება ანკარის და ბაქოს ფლირტი დასავლეთთან?

ჯერ კიდევ 2018 წელს თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემი აწარმოებდა მოლაპარაკებებს უკრაინასთან ახალი სამმხრივი პლატფორმის შესაქმნელად, რომლის ბირთვი ეკონომიკური, ენერგეტიკული და პოლიტიკური ურთიერთობები იყო. თურქეისა და აზერბაიჯანისთვის, რომლებიც  ყოველთვის იცავდნენ  უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ამ სამმხრივ განზომილებას გეოპოლიტიკური და სამხედრო კომპონენტიც ჰქონდა. ანალიტიკოსების აზრით, მისი მიზანი იყო რუსეთის გავლენის შესუსტება, ხოლო ანკარა-ბაქოს ტანდემისთვის ეს ანტისომხური სტრატეგია იყო.

ახალ რეალობებში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში, თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემი პოზიციებს იცვლის.  პროდასავლური თურქეთის გვერდით, აზერბაიჯანს აქვს მანევრირების პრობლემა, თუმცა  ფართო  გაგებით, არ მალავს, რომ უკრაინული მხარისკენ არის მიდრეკილი, – ამის შესახებ „რადიოლურთან“ საუბრისას საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა არმენ მანველიანმათ

„თავიდან თურქეთი და აზერბაიჯანი ცდილობდნენ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, ახლა კი ცდილობენ დასავლეთის ყურადღების მიქცევას. თურქეთის შემთხვევაში ეს გასაგებია, ნატოს წევრი ქვეყანა ყოველთვის პროდასავლური იყო. აზერბაიჯანიც ახლოსაა ამ პოლიტიკურ ხაზთან, რომელიც გარკვეულ დახმარებას უგზავნის უკრაინას. ანკარა და ბაქო ნამდვილად ანტირუსულ ბანაკშია“.

ექსპერტის აზრით, ეს პოზიცია გაღრმავდება, დასავლეთიც და რუსული მხარეც უფრო მკაფიო პოზიციებს მოითხოვენ. ანუ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა, მით უფრო რთული იქნება ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. არმენ მანველიანი ფიქრობს, რუსეთს ახლა სჭირდება, რომ  თურქეთმაც და აზერბაიჯანმაც მაქსიმალური ნეიტრალიტეტი გამოამჟღავნონ. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიულ დეკლარაციას სწორედ ომის წინა დღეს მოეწერა ხელი. ეს არის აზერბაიჯანის შემაკავებელი ინსტრუმენტი, რათა ბაქო არ შეეცადოს  სიტუაციის გამწვავებას არცახში“, – ამბობს ანალიტიკოსი.

„აზერბაიჯანი საკმაოდ აგრესიულ პოზიციას უჩვენებს, აქტიურ მოქმედებებს ახორციელებს არცახის მიმართულებით, ააფეთქა გაზსადენი, აწარმოებს სროლებს.  ეს  ადასტურებს, რომ აზერბაიჯანი ცდილობს ისარგებლოს ამ სიტუაციით და ზეწოლა განახორციელოს სომხეთზე.

არმენ მანველიანი აღნიშნავს, რომ თურქეთის პოლიტიკური ხაზი ნათელია. მისი თქმით, რუსეთ-დასავლეთის კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულება გააძლიერებს ანკარის პოზიციებს.

„თურქეთი ღიად ცდილობს შუამავლის როლის შესრულებას. მეორეს მხრივ, თურქეთს კარგად ესმის, რომ რუსული მხარის მიერ დასახული სცენარის განხორციელება, უკრაინის დიდ ტერიტორიაზე კონტროლის დაწესება, შექმნის სიტუაციას, სადაც დაზარალდება არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, არამედ თურქეთიც, რომელსაც ყველა მეზობელთან აქვს პრობლემები. ამიტომ, რუსული იარაღის გამარჯვება უკრაინაში ანკარისთვის არასასურველია, თურქეთი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რათა რუსული სამხედრო მანქანა მაქსიმალურად იყოს ჩარჩენილი „უკრაინულ ჭაობში“. თუმცა რუსული სამხედრო მანქანა მუშაობს, მისი ეფექტურობა თურქეთს პოლიტიკურ მისწრაფებებში უფრო მოკრძალებულს ხდის“.

საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი, დასავლეთის სანქციების კონტექსტში აზერბაიჯანის შესაძლებლობებს აფასებს, როგორც უფრო შეზღუდულს, თურქეთის შემთხვევაში კი შესაძლებლობები უფრო დიდია. ერთის მხრივ, ანკარა არ უერთდება სანქციებს, მეორე მხრივ, იყენებს შესაძლებლობას რუსეთის ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად. დრო გვიჩვენებს, რამდენად დამაჯერებელი იქნება თურქეთი მშვიდობისმოყვარე როლში, ამბობს მანველიანი. ჯერჯერობით ერთი რამ ცხადია: რეგიონში პოზიციონირებული თურქეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ 2020 წლის გამარჯვების ნაყოფი და სომხურმა მხარემ, არმენ მანველიანის თქმით, მხარეებთან მოლაპარაკების პროცესი უნდა გაახანგრძლივოს  შეძლებისდაგვარად,   რუსეთ-დასავლეთის ფრონტზე საომარი მოქმედებების დასრულებამდე მაინც.

ნახეთ მეტი
Back to top button