პოლიტიკა

სომხეთის მთავრობამ შეაჯამა 2021 წელს თავდაცვის სფეროში განხორციელებული პროგრამები

თავდაცვისა  და საზღვრის უსაფრთხოების განხრით შეიარაღებულ ძალებში შეჯამდა  სამხედრო ნაწილების, ქვედანაყოფების და გაერთიანებების სტრუქტურა. გაგრძელდა სამუშაოები სამხედრო პოზიციების აღჭურვის , საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, ისევე როგორც საბრძოლო მოვალეობისა და  სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ „არმენპრეს“-ის ცნობით, აღნიშნულია სომხეთის  მთავრობის 2021 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში.

სამხედრო საფრთხის დონის სახელმწიფო თავდაცვის პროგნოზირებულ დონესთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, განისაზღვრა საომარი მოქმედებების სავარაუდო ხასიათი, განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, დასახული იქნა შეიარაღებული ძალების  ახალი ამოცანები და ჩატარდა ყოვლისმომცველი უსაფრთხოების გასამტკიცებელი სამუშაოები.  შემუშავდა  სომხეთის რესპუბლიკის სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის კონცეფცია 2021-2025 წლეებისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button