ეკონომიკამთავარი

სომხეთის საბანკო სისტემას საგარეო გადახდების პრობლემა არ აქვს – ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე

სომხეთის საბანკო სისტემას საგარეო  გადახდების პრობლემა არ აქვს. ამის შესახებ სომხეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ მარტინ გალსტიანმა განაცხადა „არმენპრესის“  ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა პრობლემები აქვთ სომხურ ბანკებს რუსული ბანკების SWIFT სისტემიდან გამორთვის  შემდეგ.

წინა პრესკონფერენციაზე კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს SWIFT სისტემიდან რუსეთის შესაძლო გამოსვლა სომხეთზე, გალსტიანმა უპასუხა მოკლედ – „ მძიმე გავლენას“. მისივე თქმით, ამ პასუხის შემდეგ ცენტრალურმა ბანკმა გარკვეული სამუშაოები შეასრულა და შედეგს ელოდა.

„ვფიქრობ, ნამდვილად, ჩვენ ამ საკითხში პროაქტიურები ვიყავით.  ამ მომენტისთვის, საბედნიეროდ, სომხეთის საბანკო სისტემას საგარეო გადახდების პრობლემა არ აქვს“, – გვარწმუნებს გალსტიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button