მთავარიპოლიტიკა

სომხეთის სახელმწიფო ქონების არარეზიდენტებზე გასხვისება გამორიცხულია: ავეტისიანი თურქებსა და აზერბაიჯანელებზე შესაძლო მიყიდვის შესახებ

სომხეთის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარე არნაკ ავეტისიანი ირწმუნება, რომ სომხეთში სახელმწიფო ქონების არარეზიდენტებზე გასხვისება გამორიცხულია. ამის შესახებ ავეტისიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უპასუხა რა კითხვას აზერბაიჯანელებისა და თურქებისათვის მიწების შესაძლო მიყიდვის შესახებ.

როგორც ავეტისიანმა აღნიშნა ის საკითხი, თუ კერძო პირები ვის და რას მიჰყიდიან უკვე მას არ ეხება.

„ვიცი, რომ სრ კანონმდებლობით მიწის ნაკვეთები არარეზიდენტებზე არ იყიდება, რეალიზაცია აკრძალულია. ანუ, სომხეთში მიწის ფლობა მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის  მოქალაქეებს შეუძლიათ. სახელმწიფო ქონების კუთხით ასეთი შემთხვევები გამორიცხულია“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button