ეკონომიკა

სომხეთი კარგი რეპუტაციის მქონე ქვეყნებს შორისაა

16 მარტს, სრ ფინანსთა მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა მიიღო აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია, დირექტორთა საბჭოში სომხეთის წარმომადგენელი აღმასრულებელი დირექტორის, არიფ ბაჰარუდინის ხელმძღვანელობით.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარე პროგრამების დეტალები, გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე და მათ დასაძლევ ღონისძიებებზე.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა ბანკთან სანიმუშო თანამშრომლობას და მადლობა გადაუხადა 15 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ სომხეთის მთავრობის თანამშრომლობა ავტორიტეტულ საერთაშორისო სტრუქტურებთან არის მნიშვნელოვანი ეტაპი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, მინისტრმა ხაჩატრიანმა შენიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი მნიშვნელოვნად არის ჩართული სომხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე რეფორმების პროცესში და სომხეთისთვის უმნიშვნელოვანეს პროგრამებში. ამ კონტექსტში მინისტრმა გააცნო მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების დღის წესრიგი და ძირითადი მიმართულებები.

არიფ ბაჰარუდინმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკა კარგი რეპუტაციის მქონე ქვეყნებს შორისაა და აზიის განვითარების ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.

შეხვედრისას ორივე მხარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მუდმივ გაფართოებას.

ნახეთ მეტი
Back to top button