მთავარიპოლიტიკა

სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ანგარიში წარუდგინეს 44-დღიან ომში დაქირავებული ჯარისკაცების გამოყენების შესახებ

დაქირავებულთა გამოყენების შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფის შემოთავაზების  შემდეგ, სომხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჯგუფმა შეიმუშავა და წარადგინა ყოვლისმომცველი ანგარიში აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ დაქირავებული ჯარისკაცების გამოყენების შესახებ 2020 წელს  არცახის 44-დღიან ომში. ამის შესახებ “ღია საზოგადოების ფონდები – სომხეთი” იტყობინება.

შეტყობინებაში ასევე ნათქვამია: „ეს მოხსენება შემუშავებულია რამდენმე გამოკვლევის საფუძველზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველთა ჯგუფის მიერ ჩატარებული 44-დღიანი ომის და შემდგომი საველე სამუშაოების დროს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სირიელი დაქირავებული ჯარისკაცები აიყვანა თურქეთმა, გადაიყვანა აზერბაიჯანში არცახელი  სომხების წინააღმდეგ საბრძოლველად, ისინი საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ მატერიალური ინტერესებიდან გამომდინარე, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა. ყველა ეს მტკიცებულება დოკუმენტირებულია სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის მიერ მომზადებულ ფაქტების დამდგენი ანგარიშში „ადამიანის უფლებების დარღვევა 44-დღიანი არცახის ომის დროს“.

გაეროს სამუშაო ჯგუფში წარდგენილ ანგარიშში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ როგორც სომეხი სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები, მათ შორის მოხუცები, რომლებმაც ვერ შეძლეს საბრძოლო მოქმედებების ადგილის დატოვება, იქცნენ  მთიან ყარაბაღში დაქირავებული ჯარისკაცების  მსხვერპლად.

“ოფიციალური ბაქოს პოლიტიკა სომხების მიმართ არმენოფობიისა და სიძულვილის გავრცელების შესახებ პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანელები დაქირავებულებს იყენებდნენ  დაზარალებულტა უფლებების დაცვის მიზნით“,-  ნათქვამია გაეროს სამუშაო ჯგუფისადმი წარდგენილ ანგარიშში.

ორგანიზაციებმა მოუწოდეს გაეროს შესაბამის ორგანოებს გამოიკვლიონ თურქეთისა და აზერბაიჯანის დაქირავებული ჯარისკაცების განლაგება როგორც მთიანი ყარაბაღში, ასევე სხვა კონფლიქტების ზონაშიც, ასევე სანქციები დაწესდეს თურქეთისა  და აზერბაიჯანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ სირიელი დაქირავებულების მობილიზაციასა და  განთავსებაში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრებმა ასევე წინადადება წარადგინეს, რომ მოხსენებაში მოყვანილი ინფორმაცია გადაეცეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რათა პასუხისგებაში იქნეს მიცემული აზერბაიჯანი, თურქეთი და სხვა დამქირავებელი ქვეყნები შემდგომში მათი დასჯის მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button