მთავარიპოლიტიკა

შედგა ნიკოლ ფაშინიანის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი ვითარება, ისაუბრეს 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივ განცხადებებში გათვალისწინებული შეთანხმებების შესრულებაზე. ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა ასევე ისაუბრეს სომხეთის განცხადებაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისთვის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა მოსაზრებები გაცვალეს სომხურ-თურქულ დიალოგზე, ბოლო რეგიონულ მოვლენებზე და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.

ასევე განიხილეს სომხეთის  პრემიერ-მინისტრის რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button