მთავარიპოლიტიკა

ჩავუშოღლუმ განაცხადა სომხეთთან „კარგი ურთიერთობის“ შესახებ

სომხეთთან დაკავშირებით  გარკვეული პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოსკოვში შედგა ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების პირველი კონტაქტი. ნაყოფიერი იყო  ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში  გამართული შეხვედრაც, სადაც  ჩამოყალიბდა დიალოგი“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთი თავიდანვე მხარს უჭერდა ამ პროცესს და აზერბაიჯანიც „ამ საკითხს უჭერს მხარს“.

ნახეთ მეტი
Back to top button