ეკონომიკა

„ArmHighTech 2022“ საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართება კუხო-ს აღმასრულებელი ორგანოს სხდომა

31 მარტიდან 2 აპრილამდე კარენ დემირჩიანის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართება თავდაცვის ტექნოლოგიების მე-3 ArmHighTech 2022 საერთაშორისო გამოფენა.

როგორც “არმენპრესს” აცნობეს მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროდან, გამოფენის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერვისების პოპულარიზაცია, ახალი თანამშრომლობის კავშირების შექმნა, პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება, ახალი პარტნიორ-ინვესტორების მოძიება.

თავდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროში სპეციალიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კუხო-ს სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობისა და უსაფრთხოების სისტემების წამყვანი კომპანიები, რიგი სხვა ქვეყნები.

დაესწრებიან დეპარტამენტების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და უსაფრთხოების ტექნოლოგიების წარმომადგენლები, სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, უამრავი სტუმარი.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კუხო-ს აღმასრულებელი ორგანოს სხდომა.

გამოფენაზე შესვლა უფასოა, რეგისტრაცია სავალდებულოა (მობილური აპლიკაციის საშუალებით).

გამოფენის ორგანიზატორია სრ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტრო. თანაორგანიზატორები არიან სრ თავდაცვის სამინისტრო, დსს “ერევნის მათემატიკური მანქანების ქარხანა”, დსს “ბიზონის საგამოფენო კომპანიების გაერთიანება”.

ნახეთ მეტი
Back to top button