
17 მარტს, ბრიუსელში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ნატოს გენერალური მდივნის პირველ მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.
არარატ მირზოიანმა კმაყოფილება გამოთქვა ნატოსთან არსებული პოლიტიკური დიალოგით. ამ კონტექსტში, ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელება გამოყენებული იქნა თანამშრომლობის განვითარების ეფექტურ ინსტრუმენტად.
საუბარი ასევე შეეხო სომხეთის სამშვიდობო დანაყოფების მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და სომხეთის წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. არარატ მირზოიანმა წარმოადგინა ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ვითარება მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის შექმნისკენ მიმართული ქმედებები, მშვიდობიანი მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები.
არარატ მირზოიანმა და მირჩა ჯოანამ და გაცვალეს მოსაზრებები სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე.
იმავე დღეს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში, სადაც მან ისაუბრა სომხეთ-ნატოს თანამშრომლობაზე ბოლო 30 წლის განმავლობაში, 2020 წ. არცახის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ აგრესიის შედეგებზე, სასწრაფოდ გადასაჭრელ ჰუმანიტარულ საკითხებზე, კერძოდ, აზერბაიჯანში დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხზე, საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლაზე მთიან ყარაბაღში, აგრეთვე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე.