მთავარიპოლიტიკა

„მე ვგმობ ნებისმიერ მტრულ ქმედებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“: მარინა კალიურანდი ჰუმანიტარულ საკითხებზე არცახში

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა შეშფოთება გამოხატა მთიან ყარაბაღში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის გამო.  “არმენპრეს”-ის ცნობით, მან თავის განცხადებაში მოლაპარაკებების სწრაფი განახლებისკენ მოუწოდა.

„8 მარტს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დაზიანდა მთიანი ყარაბაღის გაზსადენი. მიუხედავად სიცივისა, მილსადენი არ შეკეთებულა, მთიანი ყარაბაღის მთელი მოსახლეობა ერთი კვირაა გაზის გარეშეა. აუცილებელია გაზსადენის დაზიანებული უბნის შეუფერხებელი შეკეთების  უზრუნველყოფა, რათა გაზმომარაგება რაც შეიძლება მალე აღდგეს“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მისი თქმით, ამავე დროს, მარტის დასაწყისში გაჩნდა ცნობები მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზზე, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ,  მათ შორის ცნობები აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სოფლის დაბომბვის შესახებ. მარინა კალიურანდის თქმით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აზერბაიჯანის არმიამ ადგილობრივ სომეხ მოსახლეობას სოფლების დატოვებისკენ მოუწოდა, რამაც გააძლიერა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

„სერიოზულად შეშფოთებული ვარ ამ მოვლენებით და ჰუმანიტარული ვითარებით მთიან ყარაბაღში. მე მკაცრად ვგმობ ნებისმიერ მტრულ ქმედებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.  მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდით მოლაპარაკების მაგიდას“ – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ნახეთ მეტი
Back to top button