პოლიტიკა

მოსკოვი მზადაა მხარი დაუჭიროს ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებებს. ზახაროვა

მოსკოვი მიესალმება ბაქოს და ერევანის მზადყოფნას დაიწყოს სამშვიდობო შეთანხმების მომზადება და მზადაა მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებების პროცესს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ჩვენ მივესალმებით ბაქოს და ერევნის მზადყოფნას, დაიწყოს სამშვიდობო შეთანხმების მომზადება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ მოლაპარაკებების პროცესს ყველა შესაძლო გზით“, – განაცხადა ზახაროვამ.

მან დასძინა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პირობებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ნახეთ მეტი
Back to top button