მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის მიერ არცახის მოსახლეობის უფლებების დარღვევის შესახებ ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნა

არცახის უფლებადამცველის ოფისმა გამოაქვეყნა სამენოვანი (სომხური, რუსული, ინგლისური) შუალედური ანგარიში აზერბაიჯანის მიერ არცახის მოსახლეობის უფლებების დარღვევის შესახებ 2022 წლის თებერვალ-მარტში.

ანგარიში გაეგზავნა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი მანდატის მქონე ორგანიზაციებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

ანგარიშში მოკლედ იყო საუბარი აზერბაიჯანის მიერ არცახის მოსახლეობის სიცოცხლის , ჯანმრთელობის,  ფიზიკური და ფსიქოლოგიური მთლიანობის  ხელყოფაზე 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მიღების შემდეგ.

ანგარიში ეფუძნება ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისის თანამშრომლების, სხვადასხვა თემის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებების მიერ ჩატარებულ კვლევებს, მოქალაქეთა დასახლებებში ვიზიტებს, მოქალაქეებთან პირად საუბრებს და სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციას. მოხსენების მიზანია არცახში აზერბაიჯანის მიერ ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართ უფლებების დარღვევაზე მიქცეული იქნას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების  ყურადღება.

ნახეთ მეტი
Back to top button