ეკონომიკა

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას ეტაპობრივად გადავიდნენ ეროვნული ვალუტით ანგარიშსწორებაზე

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრმა ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას ეტაპობრივად გადავიდნენ ეროვნული  ვალუტით ანგარიშსწორებაზე, განაცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა, იუწყება „ტასს“-ი

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს სხდომაზე განიხილეს, არის რუბლში ურთიერთ ანგარიშსწორების საკითხი. „ანუ საბაჟო გადასახადები, რომელსაც იღებს თითოეული ქვეყანა, შემდეგ ნაწილდება გარკვეული პროპორციებით, რაც ფიქსირებულია საკავშირო ხელშეკრულებით და შესაბამისად, ჩანს  შესაბამისი ქვეყნების ბიუჯეტებში. ადრე ეს ყველაფერი უცხოურ ვალუტაში ხდებოდა. ამ დროისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ ეტაპობრივად გადავიდეთ ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button