პოლიტიკა

ექსპერტი – ერდოღანი აშშ-თან დაახლოების გზების ძიებაში “ხელს ისრაელს უკოცნის”

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის  ბოლოდროინდელი შენიშვნები ისრაელის მიმართ განპირობებულია ანკარას მისწრაფებით, სხვა საკითხებთან ერთად  მოძებნოს ახალი მიდგომები შეერთებული შტატების მიმართ, – „ არმინფო“-სთან საუბარში  ასეთი მოსაზრება გამოთქვა  საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სომხური ინსტიტუტის ექსპერტმა ემა ბეგიჯანიანმა.

“სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქეთი ეძებს გზას შეერთებულ  შტატებთან დაახლოებისათვის  ისრაელის მეშვეობით. ანალიტიკოსის აზრით  ერდოღანს  ძლიერი სურვილი  აქვს ისრაელის შუამავლობით ამერიკული F-16 საბრძოლო თვითმფრინავების შეძენისა.  თურქეთის შძ განვიტარების ეს სფერო ღიად  მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ხმაურიანი უარი თქვა თურქებისთვის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვაზე“, – თქვა მან.

ექსპერტის აზრით, ერდოღანის „ხელზე კოცნის“ კიდევ ერთი მიზეზი, ექსპერტის აზრით, არის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გაზის საბადოების განვითარებისთვის ისრაელის მხარდაჭერის მიღების სურვილი. ესაა იკზეზი, ერდოღანის იმ განცხადებებისა  ენერგეტიკულ სექტორში თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების მოსალოდნელ განვითარებაზე, რომელიც გაკეთდა ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგის თურქეთში ბოლო ვიზიტის დროს, რომელსაც  ერდოღანმა „ისტორიული“ უწოდა.

მიუხედავად ამისა, ექსპერტი საკმაოდ პესიმისტურად უყურებს თურქეთის მოლოდინებს ამ მიმართულებით. მათ შორის იმ განცხადებაზეც,  რაც  გააკეთა ისრაელის პრეზიდენტმა ანკარაში გამგზავრებამდე.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელისა და თურქეთის ნებისმიერი დაახლოება არანაირად არ დააზარალებს მისი ქვეყნის მჭიდრო ენერგეტიკულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას კვიპროსთან და საბერძნეთთან. რაც, ბეგიჯანიანის თქმით, ასახავს თელ-ავივის ზოგად პოზიციას ამ საკითხში.

ექსპერტის აზრით, ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის კავშირების დამყარების მიმდინარე პროცესი უფრო დიდ გაურკვევლობასა და პესიმიზმს ანიჭებს თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებს. მისი თქმით, თელ-ავივის უკვე არსებული კარგი ურთიერთობა არაბული სამყაროს მთელ რიგ დედაქალაქებთან იძლევა საშუალებას დაფიქსირდეს ისრაელისთვის თურქეთის ადრინდელი მნიშვნელობის დაკარგვა. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ ანკარა  ისრაელთან დათმობებზე უნდა დათანხმდეს –  2020 წელს აზერბაიჯანის აქტიური მხარდაჭერით  ურთიერთობების სამარცხვინო ნორმალიზების გზაზე.

„და ბოლოს, ბოლო გარემოება, რომელიც ასახავს ერდოღანის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. თურქები ბოლო დროს მიმართავდნენ ქმედებებს,  ირანის წინააღმდეგ, ისრაელების დასამშვიდებლად. პრეზიდენტ ჰერცოგის ანკარაში ვიზიტს წინ უძღოდა თურქეთის სპეციალური სამსახურების მიერ   ირანულ აგენტთა  ქსელის ლიკვიდაცია. ეს უკანასკნელები, თითქოს,  შეეცადნენ  ისრაელის მსხვილი ბიზნესმენის ლიკვიდაციას, ირანელი  ბირთვული პროგრამის არქიტექტორის, ცნობილი ფიზიკოსის  მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობის საპასუხოდ“, – აღნიშნა  ბეგიჯანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button