საერთაშორისო

მიხეილ სააკაშვილი – აგვისტოს ომის დროს ბუშს ტელეფონში ვუყვიროდი, როგორც შემეძლო ვამუნათებდი და ვეუბნებოდი: „დროზე მოდით“ – როგორც ახლა ზელენსკი შვრება საჯაროდ და ალბათ, ბევრად უფრო ეფექტურად

interpressnews.ge აქვეყნებს საინტერესო სტატიას მიხეილ სააკაშვილის შესახებ: „2008 წელს მე, ისევე, როგორც ახლა ზელენსკი, ჩვენი დედაქალაქიდან არ გავედი – ბუშს ვეუბნებოდი, „დროზე მოდით“! მაშინ, მან, მისმა გემმა და თვითმფრინავმა საქართველო გადაარჩინა, ისევე როგორც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, იმ დროს მის გასანადგურებლად კოჯორში სპეცრაზმიც იყო გადასხმული.

„2008 წელს მე, ისევე, როგორც ახლა ზელენსკი, ჩვენი დედაქალაქიდან არ გავედი. რუსული ტანკები პრეზიდენტის სასახლიდან რამდენიმე კილომეტრში იყო. კოჯორში სპეცრაზმი გადმოსხმული ჰყავდათ ჩემს გასანადგურებლად და რომ არა ბუშის გამოსვლა, რომელსაც ტელეფონში ვუყვიროდი და ვამუნათებდი როგორც შემეძლო, როგორც ახლა ამას ზელენსკი საჯაროდ შვრება, ალბათ, ბევრად უფრო ეფექტურად, ბუშს ვეუბნებოდი, რომ დროზე მოდით! მაშინ, მან, მისმა გემმა და თვითმფრინავმა საქართველო გადაარჩინა, ისევე როგორც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, რომლებშიც მათ შორის, იყვნენ ის გმირი ჯარისკაცები ვინც ამ დღეებში დაიღუპნენ. ის, რომ დღეს კიდევ გვაქვს სახელმწიფოებრიობა იმ გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა და ამაში ჩემი წვლილიც მაქვს შეტანილი“, – განაცხადა სააკაშვილმა“.

ნახეთ მეტი
Back to top button