
ძალიან უცნაური იქნება, თუ სომხეთი საკუთარი წინადადებების გარეშე წავა მოლაპარაკებებზე და განიხილავს მხოლოდ მათ წინადადებებს. ამის სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბრისას, სომხურ-აზერბაიჯანულ შესაძლო მოლაპარაკებებზე ისაუბრა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმოქმეი კომიტეტის თავმჯდომარემ არმან ეღოიანმა.
როგორც ადრე განაცხადა ეღოიანმა „არცახი ვერასოდეს იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში“ . ამ ფორმულიერბასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე -ეს მისი საკუთარი აზრია, თუ მთავრობისათვის წითელი ხაზი? ეღოიანმა უპასუხა: „არ არის საჭირო ყველაფრის ცოდნა. როცა დიპლომატიაში ყველამ ყველაფერი იცის, ეს უკვე დიპლომატია აღარ არის. ეს არ არის თვალსაზრისი, არამედ მარტივი ლოგიკა. კონფლიქტი არ დასრულებულა, არცახის სტატუსი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების სამი პრინციპიდან ერთი უკვე დარღვეულია: ძალის გამოუყენებლობის პრინციპი და დაუშვებელია დაირღვეს კიდევ ერთიც – ერების თვითგამორკვევის პრინციპი“.
მისი თქმით, არცახის საკითხი არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია სუპერმნიშვნელოვან გლობალურ სტრატეგიულ ბალანსთან, რაზეც ცალკე საუბარი აქვთ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს.
“დარწმუნებული ვარ, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ისაუბრებენ ცალკე, არცახზე გლობალური სტრატეგიული ბალანსის კონტექსტში”, – განაცხადა მან.
ეღოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე სომხური მხარის პასუხი იქნება ის, რომ არცახის საკითხი უნდა გადაწყდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებული სამი ძირითადი პრინციპის ფარგლებში.