კულტურა

როზა ლინი “ევროვიზია 2022” სომხეთს წარადგენს სიმღერით “Snap”

19 მარტს შედგა როზა ლინის სიმღერის „Snap“-ის პრემიერა, რომელიც წარმოადგენს სომხეთს „ევროვიზია 2022“ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ევროვიზიის სომეხი დელეგატი ყვება, რომ მისი სიმღერა არის მიმართულება მისი შინაგანი სამყაროსკენ, ეს არის ყველასთვის ნაცნობი პირადი ისტორია.

 „ვფიქრობ, ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით ისეთ წერტილში, სადაც თითქოს გამოსავალი არ არის, რომ მთელი სამყარო თავდაყირა დგას. ამ დროს იწყებ ყველაფრის კითხვას, საკუთარ თავსაც კი. მე კარგად ვიცნობ იმ სასოწარკვეთილ მდგომარეობას. შედეგად მივხვდი, რომ შემეძლო ჩემი რეალობის ჩამოყალიბება. ამისთვის უბრალოდ უნდა მეპოვა ჩემი შინაგანი სიმშვიდე იმ გზების მიღმა, რაც მე ვიცოდი. მთავარია გიყვარდეს და მიიღო საკუთარი თავი, გააცნობიერო, რომ შენ ერთადერთი ხარ, ვინც გჭირდება. „სნეპი ჩემთვის თვითგანკურნება იყო, იმედი მაქვს ეს სიმღერა დაეხმარება ადამიანებს, რომლებსაც ახლა უჭირთ“.

 სიმღერის „Snap“-ის ავტორები არიან კომპოზიტორები როზა ლინი, ლარზ პრინსიპატო, კორტნი ჰარელი, ელი კრისტანლი, თამარ მარტიროსიან-კაპრელიანი.

ტექსტი დაწერეს როზა ლინმა, ლარზ პრინციპატომ, კორტნი ჰარელმა, ელი კრისტალმა, თამარ მარტიროსიან-კაპრელიანმა, ჯერემი დუსულეტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button