საერთაშორისო

სააკაშვილმა დაანონსა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის თარიღი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის თარიღი გამოაცხადა, იუწყება Georgia Online.

სააკაშვილის თქმით, თუ მისი მხარდამჭერები აქტიურად იმოქმედებენ, მთავრობას „მაქსიმუმ თვენახევარი დარჩება “ და „დავიწყებას მიეცემა“,  რის შემდეგაც შეიქმნება ეროვნული თანხმობის მთავრობა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე წამოაყენა  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების გეგმა.

„თუკი საქართველოში ევროკავშირის პასპორტები იქნება, ისინი (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები) გათავისუფლდებიან ყველა გართულებისგან და ეს იქნება მშვიდობიანი დაბრუნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„გეგმა ასეთია: გაზაფხულზე ხელისუფლების შეცვლა, ეროვნული ხელისუფლების ჩამოყალიბება, წლის ბოლომდე ვადამდელი არჩევნების ჩატარება და წელსვე დაიწყება აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში“,- – განაცხადა პოლიტიკოსმა.

სააკაშვილის თქმით, უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის ფონზე „ისტორიული ფანჯარა“ იხსნება.

ნახეთ მეტი
Back to top button