მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ერევან-ბაქოს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესს

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ცალკე სატელეფონო საუბრისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორივე კოლეგას განუცხადა, რომ საფრანგეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მზადაა მხარი დაუჭიროს  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, არარატ მირზოიანთან და ჯეიჰუნ ბაირამოვთან საუბარში   ჟან-ივ ლე დრიანმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და  მშვიდობის მნიშვნელობას  და პარიზის მზადყოფნას რეგიონის ქვეყნებთან კონსულტაციებისთვის.

 ლე დრიანმა გამოთქვა შეშფოთება ადგილზე ბოლოდროინდელი დაძაბულობის გამო და მოუწოდა ყველა მხარეს მიიღონ ყველა ზომები მათ შესამცირებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button