პოლიტიკა
UL-450: სომხურმა კომპანიამ ახალი უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგინა

სომხეთის კომპანია „UAV Lab“-მა წარმოადგინა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი
– UL – 450.
„ახალი მოდელი ახალი ფუნქციებით“, – ნათქვამია კომპანიის Facebook პოსტში.
უპილოტო საფრენი აპარატების ლაბორატორია ჩართულია თანამედროვე სამხედრო მრეწველობაში, მიზნად აქვს დასახული სომხური არმიისათვის შეირაღების წარმოება და სამხედრო სადაზვერვო ტექნიკით გამდიდრება.
კომპანიამ თავისი პროდუქცია წარადგინა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებზე.