პოლიტიკა

ასადი: ისრაელი ცდილობს ქრისტიანების განდევნას მთელი რეგიონიდან

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ისრაელის რეჟიმი ცდილობს ქრისტიანი მოსახლეობის განდევნას რეგიონიდან მისი სექტანტური სქემების ფარგლებში, იუწყება PressTV.

”ქრისტიანების განდევნა არის მთავარი მიზანი რეგიონის გარე სქემებში, მაგრამ ეს ძირითადად ისრაელის მიზანია”, – განაცხადა მან კვირას დამასკოში გამართულ საერთაშორისო საეკლესიო კონფერენციაზე.

”რეგიონის ტექსტურის (რელიგიური სურათის – რედ.) შენარჩუნება და მისი მრავალფეროვანი იდენტობა არის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ”, – თქვა ასადმა.

ნახეთ მეტი
Back to top button