საზოგადოება

პორტუგალიამ სომხეთს ვაქცინა Pfizer-ის პირველი პარტია მიაწოდა

ევროკომისიის ევროპის გუნდის ინიციატივის ფარგლებში პორტუგალიამ სომხეთს ვაქცინა Pfizer-ის პირველი პარტია მიაწოდა.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, სომხეთში ჩაიტანეს  200070  დოზა, დანარჩენის ჩატანა აპრილის თვეშია განსაზღვრული.  

ევროკავშირის ელჩის   ანდრეა ვიქტორინის განცხადებით, ტვირთი სომხეთისათვის  დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა. “ჩვენ მადლობელი ვართ პოლონეთის, როგორც კოორდინატორის. მოხარული ვართ, რომ ეს პროცესი სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button